Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673261&print=yes&view=jobs
 
შემდუღებელი - კასპი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემდუღებელი
მომწოდებელი: ინდუსტრიუმი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
"კომპანია ინდუსტრიუმი" აცხადებს ვაკანსიას შემდუღებლის პოზიციაზე ქალაქ კასპში.

"ინდუსტრიუმი" არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ინდუსტრიული მასალებისა და სერვისების ერთიან გადაწყვეტას სთავაზობს მომხმარებელს. უკვე 10 წელზე მეტია მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ მასალას და სერვისს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ურთიერთობა ღირებულია, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქტი და სერვისი, რაც გვაქცევს სანდო და ერთგულ პარტნიორად.

Industrium Facebook

შემდუღებლის ფუნქცია-მოვალეობები:

** ლითონის კონსტრუქციების, პროფილების და დეტალების შედუღება;
** სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დავალების მიხედვით შედუღების შესრულება;
** შედუღების ადგილების ხარისხის შემოწმება და დეფექტების აღმოფხვრა;
** კონსტრუქციების მომზადება, მონტაჟში მონაწილეობა და დეტალების მორგება;
** ტექნიკისა და ხელსაწყოების გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია შედუღების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შედუღების სფეროში (სამშენებლო/მეტალკონსტრუქციები);
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე სამუშაო პროცესში;
** გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი, კვირა დღე დასვენება).
** ხელფასი შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 2025 წლის 31 ოქტომბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@industrium.ge.

(გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

საკონტაქტო ნომერი: 595 280272

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია