დასახელება:
გაყიდვების და ჯავშნების აღმასრულებელი
|
მომწოდებელი:
არტიზანი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
სასტუმრო "არტიზანი" აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების და ჯავშნების აღმასრულებელი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** უშუალო ხელმძღვანელი: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
** ანაზღაურება - 1400 ლარი
** დამატებით ბონუსური ანაზღაურება;
** უპირატესობები - ჯანმრთელობის დაზღვევა, კვებით უზრუნველყოფა, ულიმიტო კორპ. ნომერი
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასტუმროში ან ტურისტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული, აქტიური, პრეზენტაბელური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს გაყიდვის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა.
** შეხვედრების, ღონისძიებებისა და ჯგუფური მოთხოვნების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია.
** ბანკეტის/ღონისძიების პაკეტების შემუშავება და შეთავაზების გაგზავნა/გაყიდვა.
** ღონისძიების ჩატარების ადგილების, თარიღებისა და ტარიფების კონტროლი.
** ჯგუფური ხელშეკრულების გაფორმება და გადახდის პროცესის მონიტორინგი.
** ყველა დაგეგმილი ღონისძიების სრული ადმინისტრირება და შესრულება.
** ჯგუფური ჯავშნების მართვა, სტატუსებისა და კომენტარების ჩანიშვნა ვერ შემდგარ შეთანხმებებზე და მომავალში მათთან კომუნიკაციის აღდგენა.
** სასტუმროს ახალი დამკვეთებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და სასტუმროში მეტი ჯგუფისა და ღონისძიებების მოზიდვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|