Робота для біженців з України
უმცროსი რედაქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი რედაქტორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი რედაქტორის პოზიციაზე, სადაზღვევო პროდუქტების შემუშავების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 16
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

სადაზღვევო ხასიათის ტექსტებზე მუშაობა (წერა/თარგმნა/რედაქტირება).

ძირითადი მოთხოვნები:

** ლიტერატურულ ქართულ ენაზე წერის უნარი;
** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ინგლისური ენის ფლობა (მინიმუმ B1 დონე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დადგენილი ვადების დაცვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - უმცროსი რედაქტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე