დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების კურსი
|
მომწოდებელი:
შრომის უსაფრთხოების სასწავლო ჰაბი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
|
რუსთავში ვაცხადებთ რეგისტრაციას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ კურსზე.
აკრედიტებული პროგრამა გრძელდება 230 საათი: კვირაში 4 დღე - 3 სამუშაო დღე საღამოს 5 საათიდან, ხოლო შაბათს დილიდან.
კურსის გავლის და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს, რაც ყველა სექტორში დასაქმების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
კურსზე დაიშვებიან ის პირები, ვისაც აქვს პროფესიული, უმაღლესი ან სამხედრო განათლება.
კურსი დაიწყება 2025 წლის 27 ოქტომბერს და ჩატარდება რუსთავში, ბალანჩივაძის №9-ში.
სწავლის საფასური შეადგენს 1600 ლარს.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/HpiEH
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 541 510.
|
|
|
|