Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სუშიკო
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
რესტორანი "სუშიკო", მდებარე კორნელი კეკელიძის 14 (ვერაზე) აცხადებს მიმტანის ვაკანსიას.

გვიხილეთ FB ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi

ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს
მიმტანის პოზიციაზე ღამის ცვლის.

სამუშაო გრაფიკი 5/2 ზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
** დაწინაურების პერსპექტივას, პროფესიულ ზრდას, მეგობრულ გარემოს, დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე, ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.

გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს, ანაზღაურება 1 სამუშაო 8 საათიანი ცვლის 55 ლარი (net) და თიფები (რომელიც არის მთლიანად მიმტანის, არ უნაწილებს არავის) ღამის ცვლები არის 19.00-03.00 საათამდე.

ხელფასი ირიცხება საბანკო ანგარიშზე ან გაიცემა ხელზე თვეში ერთხელ თვის ყოველ პირველ რიცხვში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების შეკვეთის მიღება და სერვისის განხორციელება კომპანიაში განსაზღვრული სერვისის სტანდარტების მიხედვით;
** სამზარეულოს და ბარის მენიუს ცოდნა.
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება.
** სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებისა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** სტუმრის მხრიდან კომენტარის გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
** სტუმრებისთვის ჩვენთან სტუმრობის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა;

საჭირო უნარები და ცოდნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** დაზღვევას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** ჩვენთან შეძლებთ აიმაღლოთ ცოდნა, შეისწავლოთ სხვადასხვა რეცეპტები და ტექნიკები;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: sushikorecruting@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება მიმტანი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე