დასახელება:
აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" ეკონომიკური დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 2200 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკური ან/და ბუღალტერიის მიმართულებით;
** აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ;
- საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
- სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი;
- "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის #99 ბრძანება;
- "დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის N220 ბრძანება
- "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის N289 ბრძანება;
- "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება;
- "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველგვარი ხარჯების ბუღალტრული ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** ხარჯების ასახვა საქართველოს სახაზინო სამსახურის ელექტრონულ პორტალზე;
** ხელფასების დარიცხვის შემოწმება;
** სააგენტოს ანგარიშებზე შემოსული მომსახურების - საფასურის შემოსავლად აღიარებისა და შესაბამისი საბიუჯეტო გადასახდელების მისგან გამიჯვნისა და საბუღალტრო პროგრამაში ასახვის უზრუნველყოფა;
** გადარიცხვების სისწორისა და დროულად გადარიცხვის უზრუნველყოფა;
** ძირითადი აქტივების ჩამოწერა;
** შეძენილი ძირითად და მცირეფასიან საშუალებათა აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** წლიური ბალანსის მომზადება;
** ყოველთვიური დეკლარაციების ზედამხედველობა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge
საკონტაქტო ტელეფონი: 555320926
|
|
|
|