Робота для біженців з України
აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ფინანსისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" ეკონომიკური დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ფინანსისტის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 2000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის, საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით;
** აღრიცხვა-ანგარიშგების, ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** etreasury.ge - ხაზინის ერთიან ელექტრონულ სისტემასა და rs.ge - შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის უნარი;
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
- საქართველოს კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ";
- საქართველოს კანონი "საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ";
- "ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 დეკემბრის N726 დადგენილება;
- "საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;
- "პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
- "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
- "სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
- "სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება.

** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ, საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადების უზრუნველყოფა და წლის განმავლობაში მასში ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია;
** საბიუჯეტო განხილვების შედეგად შეთანხმებული ძირითადი პარამეტრების მიხედვით ეროვნული მუზეუმის დასაგეგმი წლის ბიუჯეტის მომზადება და შესაბამისი პროცესების კოორდინაცია;
** საბიუჯეტო ასიგნებებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ პროექტის მომზადება ან/და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და პასუხის მომზადება;
** ხელმძღვანელობის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
** სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების, პროდუქტების შემუშავება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** დავალების შესრულების პროცესში, ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით;
** ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 555320926
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე