დასახელება:
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: 2400 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კანონი - "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
- "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;
- "შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
- "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
- "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
- "შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება;
- "თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება.
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასში შეტანილი ცვლილებების კონტროლი;
** ელექტრონული ტენდერების გამოცხადებისა და პროცესის ზედამხედველობა;
** შესყიდვის ძლიერი გეგმის შემუშავება და მასში შესატანი ცვლილებების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევის შეფასება და ზედამხედველობა;
** ექსკლუზიური, გადაუდებელი შესყიდვების შეთანხმება შესყიდვის სააგენტოსთან;
** შესყიდვების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მომზადება საჭიროებისამებრ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge
საკონტაქტო ტელეფონი: 555320926
|
|
|
|