Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673222&print=yes&view=jobs
 
იურიდიული სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 2400 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

- "საქართველოს კონსტიტუცია" (II თავი);
- "საქართველოს შრომის კოდექსი";
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
- "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" (III და IV თავი);
- "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
- "მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონი
- საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანება -"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე".

** იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა, ფუნქციების განაწილება, მითითებებისა და დავალებების გაცემა და სამუშაოს შესრულების კონტროლი;
** იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** მუზეუმის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მემორანდუმების, ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ანალიზი;
** მუზეუმის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი/შესწავლა შემდგომი სრულყოფის მიზნით და რეკომენდაციების მომზადება;
** სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინტერესების დაცვა სასამართლოში;
** საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელი პირებისთვის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 555320926
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია