Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673198&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - სტრატეგიული კომუნიკაცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - სტრატეგიული კომუნიკაცია
მომწოდებელი: თიბისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

პროგრამის დასახელება: ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი - სტრატეგიული კომუნიკაცია

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდი აკავშირებს ბრენდს საზოგადოებასთან, მართავს მედია კომუნიკაციას, კრიზისულ სიტუაციებს, ღონისძიებებს და ამყარებს საერთაშორისო პარტნიორობებს, მკაფიო კომუნიკაციის საშუალებით.

ვის ვეძებთ?

კრეატიულ სტაჟიორს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მზად არის, ჩაერთოს მედია და სტრატეგიული კომუნიკაციების პროცესებში.

რას გააკეთებ?

** აწარმოებ მედია კომუნიკაციას საქართველოს წამყვან ფიზიკურ და ონლაინ არხებთან;
** დაგეგმავ და მართავ კრიზისულ კომუნიკაციებს;
** იმუშავებ ღონისძიებებსა და პრესკონფერენციებზე;
** მოამზადებ მედია გეგმებს, ბიუჯეტირებასა და რეპორტინგს;
** ითანამშრომლებ საერთაშორისო პარტნიორებთან და ბიზნეს ასოციაციებთან.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** გაინტერესებს საბანკო პროდუქტები, ფინანსური ბაზარი;
** ხარ ემპათიური, შრომისმოყვარე, ინოვაციური და კრეატიული;
** გიყვარს წერა და შეგიძლია ამბის მარტივად და საინტერესოდ გადმოცემა;
** გიყვარს ადამიანები, მათთან კომუნიკაცია და მათი პერსპექტივის გაზიარება;
** ეძებ შთაგონებას ყველგან და ყოველთვის.

"ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება, პირველ რიგში თვითრწმენას გაიძლიერებს. ის გარემო, რომელიც აქ დახვდება - მრავალფეროვანი პროექტები, კომპეტენტური, მეგობრული, გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, მას შესძენს პროფესიისთვის კრიტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა დაიჯეროს - შეუძლებელიც შესაძლებელია.

თუ განუწყვეტელი განვითარების წყურვილი და ერთ ადგილას დგომის აუტანლობა გახასიათებს, თიბისიში უამრავ რამეს აღმოაჩენ. უნდა გიყვარდეს შენი საქმე, გესმოდეს ბრენდის მნიშვნელოვნება, მისი მასშტაბი, ხასიათი და გავლენა საზოგადოებაზე." - მარიამ თავბერიძე, ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHhfW

მადლობა! 
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია