Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673193&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - Agile-საბანკო პროდუქტების/სერვისების განვითარება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - Agile-საბანკო პროდუქტების/სერვისების განვითარება
მომწოდებელი: თიბისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

პროგრამის დასახელება: Agile - საბანკო პროდუქტების და სერვისების განვითარება

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

გუნდის შესახებ ინფორმაცია:

ჩვენი გუნდები მუშაობენ ბანკის სხვადასხვა პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე, როგორიცაა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები და ATM სერვისები. ვაუმჯობესებთ პროდუქტების მახასიათებლებს, ვაანალიზებთ შედეგებს, ვაკონტროლებთ ფასდადებასა და მომგებიანობას, ვიკვლევთ მომხმარებლის გამოცდილებას და ვიმუშავებთ საჭირო ინიციატივებს. პროდუქტის ეფექტურად სამართავად გვჭირდება სხვადასხვა არხებთან (ფილიალების ქსელთან / კონტაქტ ცენტრთან / პროდუქტის სხვა გუნდებთან) მჭიდრო კომუნიკაცია. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობთ საფინანსო სექტორსა და კონკურენტების ანალიზზე. ჩვენი მიზანია ბანკის პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურობის ზრდა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.

ვის ვეძებთ?

სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება საბანკო პროდუქტების და სერვისების განვითარებაში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და მონაცემთა ანალიზში.

რას გააკეთებ?

** ჩაერთვები პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პროცესში იდეიდან რეალიზაციამდე
** დაეხმარები გუნდს პროდუქტის მახასიათებლების, ფასდადების და მომგებიანობის ანალიზში
** იმუშავებ მომხმარებლის გამოცდილების კვლევასა და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავებაზე
** ჩაერთვები ბანკომატების ოპერაციების განვითარებასა და ოპტიმიზაციაში, ახალი ფუნქციონალების დანერგვასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** სწავლობ ან დამთავრებული გაქვს ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, Tech ან მონათესავე სფერო
** გაქვს მონაცემთა ანალიზისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გსურს, ჩაერთო პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში მრავალფუნქციურ Agile გუნდთან ერთად

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHk2Y

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია