Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673192&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი-გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი-გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები
მომწოდებელი: თიბისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

პროგრამის დასახელება: გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები (ESG)

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) საკითხების განყოფილების მიზანია თიბისი ჯგუფის მასშტაბით მოცემული მიმართულებების გაძლიერება და ჯგუფის საქმიანობის შედეგად საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის გაზრდა. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, გარემოსა და საზოგადოებაზე, ვქმნით მდგრადობას და ამ პროცესით ვაძლიერებთ თიბისის. ჩვენი პასუხისმგებლობაა სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტის შემუშავება, ცნობიერების ამაღლება, ESG მიმართულებით შიდა და გარე ღონისძიებების ორგანიზება, კომუნიკაცია, პროექტების მონიტორინგი და შედეგების შეფასება.

ვის ვეძებთ?

სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება ESG პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მონაცემთა ანალიზში, შიდა და გარე ღონისძიებების ორგანიზებასა და შედეგების შეფასებაში.

რას გააკეთებ?

** ჩაერთვები ESG მიმართულებით სხვადასხვა მეთოდოლოგიის შესწავლასა და დანერგვაში
** დაეხმარები გუნდს ESG მონაცემთა ანალიზის, გამჭვირვალობისა და გამჟღავნების სტანდარტების განვითარებაში
** ჩაატარებ ანალიზსა და შემოწმებას, შეაჯამებ დასკვნებს წერილობით ფორმით ან პრეზენტაციებში
** მონაწილეობას მიიღებ მონაცემთა მართვისა და ვიზუალიზაციის პროცესებში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** გაინტერესებს გარემოს დაცვის საკითხები და სოციალური ინიციატივები

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHhH7

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია