დასახელება:
სტაჟირება - შესაბამისობის რისკის მართვა
|
მომწოდებელი:
თიბისი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
პროგრამის დასახელება: სტაჟირება - შესაბამისობის რისკის მართვა (Compliance)
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი
გუნდის შესახებ ინფორმაცია:
ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში მოქმედი კანონმდებლობის, რეგულატორული მოთხოვნებისა და შიდა პოლიტიკების შესრულებაზე. ვმართავთ შესაბამისობის რისკებს, ვატარებთ მონიტორინგსა და რეპორტინგს, ვმუშაობთ პოლიტიკებსა და პროცედურებზე, ვზრუნავთ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი და რეპუტაციული რისკები და უზრუნველვყოთ პროცესების შესაბამისობა რეგულაციებთან.
ვის ვეძებთ?
სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში, რეგულაციების ცვლილებების მონიტორინგსა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაში.
რას გააკეთებ?
** დაეხმარები გუნდს შესაბამისობის რისკების გამოვლენასა და ანალიზში
** ჩაერთვები მონიტორინგსა და რეპორტინგში
** იმუშავებ პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნასა და გაუმჯობესებაზე
** თვალს ადევნებ კანონმდებლობისა და რეგულაციების ცვლილებებს
** ჩაერთვები თანამშრომლების ტრენინგებსა და ცნობიერების ამაღლების პროგრამებში
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** შენს სამომავლო კარიერას ხედავ შესაბამისობის რისკების მართვის მიმართულებაში
** გაქვს ანალიტიკური აზროვნება, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ხარ დეტალებზე ორიენტირებული.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHjj3
მადლობა!
|
|
|
|