Робота для біженців з України
სტაჟიორი - საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი - საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვა
მომწოდებელი: თიბისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

პროგრამის დასახელება: საცალო, მცირე და საშუალო (SME) საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვა

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

გუნდის შესახებ ინფორმაცია:

ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია საცალო და მცირე/საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზზე. ვმუშაობთ ფასდადებასა და მომგებიანობაზე, ვამზადებთ სტრატეგიებსა და ბიუჯეტებს, ვმართავთ ფილიალების ქსელის გეგმებს და ვაანალიზებთ ბაზარსა თუ კონკურენტებს. ჩვენი მიზანია ბანკის სეგმენტების ზრდა და ეფექტურობის გაუმჯობესება.

ვის ვეძებთ?

სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში, სეგმენტური ფინანსების მართვასა და ბანკის სეგმენტების ზრდის ხელშეწყობაში.

რას გააკეთებ?

** დაგვეხმარები ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში
** ჩაერთვები სეგმენტური ფინანსების მართვაში: ფასდადება, მომგებიანობის ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება
** იმუშავებ ფილიალების ქსელის გეგმებსა და ფრონტის სამოტივაციო/საბონუსე სისტემაზე
** მოამზადებ ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის რეპორტებს, ჩაერთვები აქცია-კამპანიების დაგეგმვასა და აღრიცხვაში

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** სწავლობ ან დამთავრებული გაქვს ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფერო
** შენს სამომავლო კარიერას ფინანსებს უკავშირებ

პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო შერჩევის სტანდარტული პროცესი, თუმცა ამ მიმართულებაში დაგჭირდება Excel-ის ცოდნა, რომელსაც შევამოწმებთ დამატებითი დავალებით.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHjV8

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე