Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673187&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - CB - მსხვილი კორპორატიული ბიზნესების ანალიტიკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - CB - მსხვილი კორპორატიული ბიზნესების ანალიტიკა
მომწოდებელი: თიბისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

პროგრამის დასახელება: CB - მსხვილი კორპორატიული ბიზნესების ანალიტიკა

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

ჩვენი გუნდი მუშაობს ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებთან და ხელს უწყობს მათ განვითარებას. ვაანალიზებთ კორპორატიული კლიენტების ფინანსურ მონაცემებს, ვამუშავებთ ოპტიმალურ პროექტებს, რომლებიც ორმხრივად მომგებიანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ბანკისთვის. თითოეული პროექტი შინაარსის, ორგანიზაციის ფინანსური მონაცემების, შემდგომი სტრატეგიული გეგმებისა და მაკროეკონომიკური მოლოდინების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად მუშავდება, რაც თიბისის CIB გუნდის მუდმივ განვითარებასა და კომპეტენციების ზრდას განაპირობებს.

ორგანიზაციებს სხვადასხვა სექტორებად ვყოფთ, რაც გუნდის წევრებს კონკრეტულ დარგებში ექსპერტებად აქცევს. კარიერის განმავლობაში ჩვენს გუნდის წევრებს შესაძლებლობა აქვთ შეიცვალონ როგორც როლები, ასევე სექტორები - ეს კი მრავალფეროვანი ცოდნისა და გამოცდილების მიღების გზაა.

ვის ვეძებთ?

სტაჟიორებს, რომლებიც ჩაერთვებიან მსხვილი კომპანიების პროექტების დამუშავებაში და კარიერას ანალიტიკოსის პოზიციაზე განაგრძობენ.

რას გააკეთებ?

** დაეხმარები გუნდს კორპორატიული კლიენტების ფინანსური მონაცემების ანალიზში
** ჩაერთვები ინდივიდუალური პროექტების შემუშავებასა და შეფასებაში
** მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო კომიტეტის შეხვედრებში
** მოამზადებ და წარადგენ მცირე ანალიტიკურ პროექტებს

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** სწავლობ ან დამთავრებული გაქვს ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფერო
** გამოირჩევი ანალიტიკური და საკომუნიკაციო უნარებით
** გაქვს ინიციატივები, სწრაფად ათვისების უნარი და შენი მიზანია, რომ კარიერულად განვითარდე
** უპირატესობად ჩაითვლება GPA 3.5+ და მაღალი ქულები ფინანსურ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში, მენეჯერულ აღრიცხვაში, Excel-ში და მონაცემთა ანალიზში, კორპორაციულ ფინანსებში
*Excel-ის ცოდნა აუცილებელია და შემოწმდება დამატებითი დავალებით.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHkmq

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია