Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673180&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (ხორცი, ხორც-პროდუქტები თევზეული, რძის ნაწარმი)

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** საქართველოს მასშტაბით არსებულ ბაზრებში ვიზიტი, არსებული მდგომარეობის შეფასება და ანალიზი;
** საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი შესყიდვის პროცესის აღსრულება კომპანიის შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
** მიწოდების პროცესის ორგანიზება, პროდუქციის დროული და ხარჯეფექტური მიწოდების ციკლის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** შესყიდული პროდუქციის ვადიანობისა და ხარისხის გადამოწმება დასაწყობებამდე;
** კომპანიის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის მომწოდებელთან დაბრუნების უზრუნველყოფა;
** კონკურენტული ფასების მოძიება და კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობა საერთაშორისო ბაზარზე;
** საერთაშორისო შეკვეთების მართვა და საქონლისა და მომსახურების დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** მარაგების მონიტორინგი და მოთხოვნის პროგნოზირება დეფიციტის თავიდან აცილებისა და მარაგების ეფექტურად მართვისთვის;
** ბაზრის კვლევის განხორციელება ფასების ტენდენციებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესასწავლად;
** შესყიდვების შეკვეთების, ფასებისა და მომწოდებლების მონაცემების ზუსტი ჩანაწერების შენახვა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია მიწოდებასთან, ხარისხთან ან ფასების შეუსაბამობებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად;
** შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა მომწოდებლებთან პირობების მოლაპარაკებებში და ხელსაყრელი კონტრაქტების უზრუნველყოფაში;
** კომპანიის შესყიდვების პოლიტიკის, ხარისხის სტანდარტებისა და ეთიკური წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

პირობები:

** საინტერესო და სტაბილური სამსახური;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მაღალანაზღაურებადი

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და მოტივაციას, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე gvs4gvs4@gmail.com (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია