Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673172&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარვეი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
თუ ხართ კომუნიკაბელური, აქტიური და მიზანდასახული პიროვნება, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს გამოწვევებთან გამკლავება და მაღალი შედეგების მიღწევა, გთავაზობთ შემოუერთდეთ შპს "ქარვეის" გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ქარვეი" წარმოადგენს ავტო იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მაღალხარისხიან სერვისსა და კლიენტთა კმაყოფილების უზრუნველყოფაზე საქართველოში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ფოთის ქუჩა 32
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** ანაზღაურება: გამომუშავება (საშუალოდ 2500-5000₾) + საბონუსე სისტემა.

სამუშაოს ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების ზუსტად გარკვევა;
** ავტომობილების იმპორტის შესახებ ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება და შეთავაზება;
** გაყიდვების სრული პროცესის ორგანიზება და ადმინისტრირება;
** თანამშრომლობა პარტნიორებთან და ბაზრის კვლევა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ხელფასს, რომელიც შედგება შედეგებზე მორგებული ბონუსებისგან;
** პროფესიულ ტრენინგებს და შესაძლებლობას ისწავლოთ ავტომობილების იმპორტის მთავარ სპეციფიკები და გაყიდვების სფერო;
** მუდმივ მენტორინგსა და მხარდაჭერას;
** სწრაფი კარიერული ზრდის პერსპექტივას;
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და მინიმალური კომპიუტერული უნარები;
** მოტივაცია მუშაობისა და განვითარების;
** შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: vacancycarway@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "ქარვეიში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, საქართველოს "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენ მიერ დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შესაბამისი პროცედურების შესაბამისად.

გელით შპს "ქარვეის" გუნდში, სადაც თქვენი შესაძლებლობები უწყვეტად გაიზრდება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია