Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673160&print=yes&view=jobs
 
შეფმზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფმზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო ქარვასლა
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
სასტუმრო "ქარვასლა" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს, რესტორანს. ბარს საკონფერენციო სივრცეს, სატრენაჟორო დარბაზსა და მასაჟის ოთახს.

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: 3500-დან 4000 ლარამდე (დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
** სტუმრებზე/ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი, სეზონური თუ ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით;
** კონკურენტების ფასების და მენიუს მუდმივი მონიტორინგი;
** ფორმალური სადეგუსტაციო ღონისძიებების ორგანიზება ახალი რეცეპტების შემუშავების და არსებული პროდუქტის ტესტირების მიზნით;
** საკვების გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავების მიზნით რესტორნის მენეჯერთან თანამშრომლობა და სტუმრების მოთხოვნების განსაზღვრა;
** სამზარეულოში არსებული მარაგის შემოწმება, შესაძენი პროდუქტის სიის შედგენა, მომმარაგებლისათვის მიწოდება;
** პროდუქტის მიღება, ხარისხის შემოწმება და კონტროლი ანგარიშფაქტურის მიხედვით;
** მზარეულის მიერ კერძების მომზადების კონტროლი და მითითებების მიცემა;
** კერძების ხარისხის შემოწმება, დეგუსტაცია;
** რეცეპტის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კერძის მომზადებისას დადგენილი გრამაჟების განუხრელ დაცვა;
** სამზარეულოს და მომსახურე პერსონალს შორის ეფექტური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, მათი დატრენინგება საჭიროებისამებრ;
** ეფექტური შიდა კომუნიკაციის შენარჩუნება და პროდუქტიულობის უზრუნველყოფა თანამშრომლებთან ყოველდღიური შეხვედრებითა და გუნდური მუშაობით;
** თანამშრომელთა მიერ პირადი ჰიგიენის, უნიფორმის და გარეგნობის უმაღლესი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს პერსონალის გრაფიკის შედგენა;
** სასტუმროს სტანდარტებისა და პოლიტიკის მიხედვით მოქმედება;
** სასტუმროს უსაფრთხოების და ცეცხლსაწინააღმდეგო ნორმები ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინ. 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@qarvaslahotel.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "ქარვასლა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია