Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673159&print=yes&view=jobs
 
რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ქარვასლა
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
სასტუმრო "ქარვასლა" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს, რესტორანს. ბარს საკონფერენციო სივრცეს, სატრენაჟორო დარბაზსა და მასაჟის ოთახს.

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: 3000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი რესტორანში;
** მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი რეაგირება;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
** ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი;
** შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი;
** თანამშრომლების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
** რესტორანში ინვენტარიზაციის/აღწერის ორგანიზება და კონტროლი;
** ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
** რესტორნის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** რესტორნის სივრცეში არსებული ტექნიკური დანადგარების და აღჭურვილობის კონტროლი, სწორად გამოყენება;
** უნიფორმების/სუფრების მარაგების კონტროლი და განაწილება;
** ყოველდღიური რეპორტის გაგზავნა ხელმძღვანელებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@qarvaslahotel.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "ქარვასლა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია