Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673145&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გუნდში გაყიდვების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** გაყიდვების ხელშეწყობა, ავტომობილების რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და საცალო მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
** კომპანიაში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება ავტომობილებთან დაკავშირებით;
** ფინანსური პროდუქტების (დაზღვევა, ლიზინგი) სტიმულირება - მომხმარებელთათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ავტომობილის შეძენის პროცესში;
** აქსესუარების რეალიზაციის სტიმულირება - აქსესუარების კატალოგის შესწავლა, ავტომობილების სხვადასხვა მოდელებისთვის ეფექტური კომბინაციების შემუშავება და მომხმარებლებისთვის შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
** ავტომობილების გაყიდვის შემდგომი follow up-ის განხორციელება;
** სერვისის მომხმარებლის მიღება და საჭიროებების დაზუსტება, walk around check-ის ჩატარება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია ავტომობილებისა და საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

ტოიოტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=1289

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია