Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673123&print=yes&view=jobs
 
რეგიონული გაყიდვების მენეჯერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
"ნუტრიმაქსი" საკვებწარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქცია წარმოდგენილია საერთაშორისო მასშტაბით და მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული გაყიდვების მენეჯერიკახეთის რეგიონის მიმართულებით (სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, გურჯაანი).

სამუშაო გრაფიკი: 09:30-17:30 (ორშაბათი-პარასკევი).

მთავარი პასუხისმგებლობები:

** კახეთის რეგიონშიფერმერების, პოტენციური დისტრიბუტორებისა და ცხოველთა საკვების სარეალიზაციო წერტილების მონახულება და ნუტრიმაქსის პროდუქციის შეთავაზება.
** კახეთის რეგიონში ფერმერების, პოტენციური დისტრიბუტორებისა და სარეალიზაციო წერტილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
** კონკურენტების, საბაზრო ფასების, მარკეტინგული მასალებისა და ნუტრიმაქის დისტრიბუტორების შესახებ ინფორმაციის შეკრება კახეთის რეგიონში.
** შეგროვებული ინფორმაციის გადაცემა ნუტრიმაქსის დილერზე კახეთში და გაყიდვების მენეჯერზე.
** ცხოველთა საკვების ბაზრის ანალიზის ჩატარება კახეთის რეგიონში.
** ნუტრიმაქსის დისტრიბუტორთან აქტიური მუშაობა და მისი საჭიროებები იდენტიფიცირება.
** ინფორმაციის შეგროვება და შემდგომი მუშაობისთვის CRM ბაზის შექმნა/შევსება.
** ფერმერების, დისტრიბუტორებისა და ჩვენი პარტნიორის, გაყიდვების შემდგომი მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ფინანსებში ან დაკავშირებულ სფეროში.
** არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** უმაღლესი დონის კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
** ბიზნესის განვითარების და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები.
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია და ძლიერი საორგანიზაციო უნარები.
** საბაზრო დინამიკის ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.
** მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.

მოსალოდნელი შედეგები:

** თვეში 10-15 ვიზიტი სამიზნე აუდიტორიასთან (ფერმერი, ქვედილერი, გაყიდვის წერტილები).
** 50+ ახალი კლიენტი.
** თვეში დამატებით 100 ტონა საკვების რეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონული გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია