დასახელება:
ინსტალატორი
|
მომწოდებელი:
ვი ჯი ეს ნეთვორქი
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
"ვი-ჯი-ეს ნეთვორქი" - ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისების კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან კადრს, რომელსაც უნდა სტაბილური სამსახური.
ძირითადი მოვალეობები:
** აბონენტებთან ვიზიტი კომპანიის დავალებით;
** ოპტიკური ბოჭკოვანი ინტერნეტის მონტაჟი;
** ტელევიზიის სერვისის კონფიგურაცია;
** დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ელემენტარული კომპიუტერული ცოდნა (Windows და ინტერნეტი);
** ტექნიკური განათლება ან მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებთან მუშაობის ცოდნა - პლუსი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია აუცილებელია), C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად.
* სასურველია ცხოვრობდეთ სამტრედიიდან არაუმეტეს 15 კილომეტრით დაშორებით
პირადი თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** ტექნიკური საკითხების სწრაფად ათვისების უნარი.
გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vgsnetwork@vgs.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 05 42 42.
სამუშაო ადგილი: სამტრედია, რესპუბლიკის ქუჩა №74 (ძველი სასწრაფოს შენობა)
|
|
|
|