Робота для біженців з України
კონკურსი - ჟურნალისტური პრემიის გაცემა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი - ჟურნალისტური პრემიის გაცემა
მომწოდებელი: აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი" ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღებას იწყებს.

აფხაზეთის ქართულენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორის სახელობის პრემია ოთხ კატეგორიაში გაიცემა:

1. სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი.
2. აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.
3. პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.
4. ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი (კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მედია ორგანიზაციებს ან ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს).

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.

კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრამდე. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი. მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - infoabkhazia@gmail.com

დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება 2025 წლის ნოემბრის თვეში.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმითა და ეთიკის ნორმების დაცვით ისეთი მედია პროდუქტის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესისადმი ინფორმირებულობის დონის გაზრდას საზოგადოებაში.

ალექსანდრე საშა ბერულავა გახლდათ ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურისა და სამხედრო პრესცენტრის უფროსი. დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე