დასახელება:
ფინანსური დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ ფინანსური დირექტორის მოადგილეს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება;
** გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** წლიური ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ფაქტიური მონაცემების შედარება ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი;
** ფინანსური ანგარიშგებების და რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** პროექტების ფინანსური პროგნოზების მომზადება და ანალიზი;
** კომპანიის ფინანსური რისკების მართვა;
** კომპანიაში არსებული კონტრაქტების პირობების შეფასება, ფინანსური რისკების დაზღვევის თვალსაზრისით;
** ფინანსური დეპარტამენტის სამუშაოს პროცესების სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია;
** ფინანსურ დეპარტამენტში შემავალი სამსახურების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია IFRS სტანდარტების ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|