Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673039&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: NEXT
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT Property"-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანია "NEXT Property"-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საპროექტო ნახაზებიდან (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP, ინტერიერი) მოცულობების დათვლა;
** საინჟინრო და არქიტექტურული ნახაზების საფუძველზე სამშენებლო მასალების სპეციფიკაციების განსაზღვრა;
** მშენებლობის ეტაპების დეტალური ანალიზი;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების საბაზრო ფასის დადგენა და განფასების მომზადება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა და ანალიზი;
** პროექტის მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა #2 შედგენა;
** სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტების შედგენა;
** სატენდერო პაკეტის მომზადება და კონტრაქტორებისგან მიღებული განფასებების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის B1 დონზე ცოდნა;
** AUTO CAD/ARCHI CAD პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა, Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო (სასურველია PDF ფორმატში ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khinkiladze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Next"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია