დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჰოლდინგური კომპანია
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
ჰოლდინგური კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე პრემიუმ კლასის ზეითუნის ზეთის და ღვინის გაყიდვების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება/კომუნიკაცია/პროდუქციის პრეზენტაცია;
** პროდუქციის რეალიზაცია/პოპულარიზაცია
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების არხების შესწავლა/მოძიება;
** პროდუქციის სადისტრიბუციო საკითხების მართვა;
** ხელშეკრულებების გაფორმება და გაყიდვის პროცესის სრული კოორდინაცია;
** გაყიდვების ანგარიშების, პროგნოზებისა და შედეგების რეგულარული მომზადება მენეჯმენტისთვის;
** მენეჯმენტისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით);
** გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა
საჭირო უნარები:
** შედეგებზე გასვლის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები:
** ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: tk@cpg.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|