Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ოფთალმიჯი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი" დაფუძნდა 1996 წლის 7 იანვარს.

ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი" წარმოადგენს მონოპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურების სრული სპექტრის მიღება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. "ოფთალმიჯი" დღეისათვის 8 ფილიალითაა წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით.

ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე სათაო ოფისში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ. ჯავახიშვილის ქ. #7.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკაში და მის ტერიტორიაზე დალაგება-დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ჰიგიენური, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვა და მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** საშუალო განათლება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@oftalmij.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე