Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: გაა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
გაა ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია;
** პრეზენტაციის წარმოება და კომუნიკაცია;
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და სტრუქტურის ცოდნის შესაბამისად, სხვადასხვა შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და საქმის წარმოება;
** პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოების უნარი, სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** არსებული პარტნიორების მომსახურება და მათი გაზრდა, ახალი კლიენტების მოძიება;
** პროდუქტებთან დაკავშირებით ახალი იდეების ინიცირება და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება სარეკლამო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ ელ მისამართზე - gm@adssprint.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე