დასახელება:
კლინიკური სიმულაციის პაციენტი
|
მომწოდებელი:
თბილისის სამედიცინო აკადემია
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა-ს მისიაა: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."
პოზიცია: კლინიკური სიმულაციის პაციენტი
სამუშაო განაკვეთი: წინასწარ შეთანხმებული გრაფიკი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე)
უპირატესობა მიენიჭება სამსახიობო გამოცდილების პირებს
ფუნქცია-მოვალეობები:
პაციენტის როლის შესრულება წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით
შენიშვნა: დასაქმება მოხდება სასწავლო სემესტრების ბოლოს საგამოცდო პერიოდში (იანვარი-თებერვალი; ივნისი-აგვისტო).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2025 წლის 20 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ინსტიტუციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|