Робота для біженців з України
ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის სურსათის წარმოების მიმართულებით ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისად რეაგირება;
** ტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების სწორად გამოყენებისა და ექსპლუატაციის კონტროლი;
** ტექნიკური დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ეფექტურობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** საწარმოში არსებული საინჟინრო სისტემების, დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა;
** საინჟინრო სისტემების და დანადგარების გეგმური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურებების და საკვალიფიკაციო/სავალიდაციო სამუშაოების გუნდის წევრებზე გადანაწილება და ჩატარება;
** სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
** ავტომატიზირებული ინფორმაციული/საწარმო სისტემებისა და მართვის სისტემების ტექნიკური საშუალებების კომპლექსების კონფიგურირება და ექსპლუატაციაში მიღება, მომხმარებლების კონსულტირება და ტექნიკის ათვისებასა და შემდგომ ექსპლუატაციაში მონაწილეობა;
** დამკვეთთან დაკავშირება მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო პირობების შეთანხმება:
** მწარმოებლებთან მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** ფინანსური ანგარიშსწორების კონტროლი;
** სამშენებლო პროექტის/კალენდრის მომზადებაში მონაწილეობა, შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
** მშენებლობის პროცესში პროექტის დოკუმენტაციაში ცვლილებების კონტროლი;
** ობიექტის მუდმივი შემოწმება და წარმოქმნილი ტექნიკური და საინჟინრო პრობლემების ოპტიმალური და სწრაფი გადაწყვეტა;
** ტექნიკური რისკების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი საინჟინრო-ტექნიკური განხრით (მაგ. საინჟინრო-ტექნიკური, ფიზიკა, მექანიკა, ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინჟინერია და ა.შ.);
** სამუშაო გამოცდილება 10 წლიანი, აქედან 5 წლიანი მენეჯერულ გამოდცილება შესაბამის დარგში;
** კვების წარმოების ინდუსტრიაში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საინჟინრო სისტემებთან, დანადგარებთან და ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სერვერული ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურის საშუალო დონეზე ცოდნა (Microsoft, Linux), მათი მართვის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების სტრუქტურის და იერარქიის ცოდნა;
** სასურველია ქსელური ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის მართვის ცოდნა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორას" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე