Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672910&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - ავტო სესხების უმცროსი შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ავტო სესხების უმცროსი შემფასებელი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს სტაჟირებას ავტო სესხების უმცროსი შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სტაჟირების ანაზღაურება: ანაზღაურებადი;
მდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07.11.2025.

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხების განხილვა;
** გირაოს (ავტოსატრანსპორტო საშუალების) შეფასება;
** ავტომობილების ბაზრის, მახასიათებლებისა და ლიკვიდურობის შესწავლა;
** გადაწყვეტილების მიღება დელეგირების ფარგლებში შიდა ინსტრუქციებსა და ერევნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტომობილის მახასიათებლების ცოდნა;
** ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://www.app.helio-ai.com/apply/3cd2wwc3c4nwjfqy?src=jobs.ge და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია