Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672904&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: რთველისი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
კომპანია "რთველისი" არის ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია.

კომპანიას აქვს ვაკანსია მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გააგზავნეთ CV თქვენს შესახებ, შემდეგ მეილზე - info@rtvelisi.com

1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1100 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; სამუშაო საათები - 8 საათი; 1 საათი შესვენება; დასვენება კვირაში 2 დღე (შაბათი/კვირა).
ჯანმრთელობის დაზღვევა.
უფასო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ფიტპასი
სამუშაო ადგილი: თბილისი

სხვა დეტალებზე მიმართეთ კომპანიას. მეილის info@rtvelisi.com ან facebook გვერდის - Rtvelisi/რთველისი საშუალებით.

სამუშაოს აღწერილობა:

1. სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
2. პროდუქციაზე ფასების და სააქციო ფასმაჩვენებლების განთავსება
3. სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი
4. ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუდური მუშაობის უნარი

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV კომპანიის მეილზე: info@rtvelisi.com და მიუთითეთ აუცილებლად სათაურის ველში, პოზიციის დასახელება (მერჩენდაიზერი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია