Робота для біженців з України
პროგრამის ლოჯისტიკის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამის ლოჯისტიკის კოორდინატორი
მომწოდებელი: აი ვი ეფ ტურს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
IVF Tours Georgia 2017 წლიდან მუშაობს რეპროდუქციული მედიცინის სფეროში და არის ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის პარტნიორი სააგენტო. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს დონორებისა და სუროგატების შერჩევას, პაციენტების საერთაშორისო კოორდინაციას და სრულ პროგრამულ მხარდაჭერას.

პროგრამის კოორდინატორის როლი მოითხოვს ყურადღებიან და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, და პაციენტების საჭიროებებზე მუდმივ ზრუნვას. ჩვენი მიზანია, წყვილებისა და სუროგატებისთვის შევქმნათ ორგანიზებული და სანდო გარემო, და მკურნალობის პროცესი იყოს კომფორტული, უსაფრთხო და გამჭვირვალე.

ძირითადი მოვალეობები:

** სუროგატებისა და დონორების გადაადგილების ორგანიზება (ტრანსპორტი, რეგიონებიდან ჩამოსვლა, აეროპორტში დახვედრა და გაცილება);
** უცხოელი სუროგატების ლოკალური გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში ყოფნის პერიოდში;
** საცხოვრებელი და სასტუმრო სივრცეების შერჩევა, მოლაპარაკებები მფლობელებთან და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება;
** კვებითა და საყოფაცხოვრებო საკითხების მართვა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სუროგატებისა და პაციენტებისთვის;
** უცხოელი სუროგატების მხარდაჭერა საქართველოში ყოფნის პერიოდში — კვებითი საჭიროებების გათვალისწინება, მენიუს შეთანხმება და ყოველდღიური საკითხების მოგვარება;
** სუროგატებისთვის ორსულობის პერიოდში საჭირო ტანსაცმლისა და ყოველდღიური ნივთების მომარაგება;
** ახალშობილისთვის მოსამზადებელი აქსესუარების შერჩევა და შესყიდვა პაციენტების მოთხოვნის შესაბამისად;
** ვიზიტებისა და დანიშნულებების დაგეგმვა, სუროგატებისა და დონორებისთვის შეხსენებების მიწოდება და პროცესის კოორდინაცია პროგრამის კოორდინატორებთან ერთად;
** სუროგატების თანხლება კლინიკებში (თბილისში და რეგიონებში), საჭიროების შემთხვევაში სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების ორგანიზება და ინფორმაციის მიწოდება პროგრამის კოორდინატორს, სუროგატსა და სამედიცინო პერსონალს;
** გუნდის მხარდაჭერა მიმდინარე პროცესების ეფექტური ორგანიზების მიზნით;
** სუროგატების საცხოვრებელი პირობების პერიოდული მონიტორინგი და საჭიროებების დროული გამოვლენა;
** ორსულობის პერიოდში სუროგატის საჭიროებების იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების მიწოდება და პროცესის მართვა;
** რეგულარული კომუნიკაცია სუროგატებთან და დონორებთან, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** პაციენტებისა და სუროგატების მონიტორინგი ვიზიტებისას, მოკითხვა და საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
** სამედიცინო პერსონალთან და პროგრამის კოორდინატორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მკურნალობის პროცესი იყოს ორგანიზებული და გამართული;
** სუროგატებისა და დონორებისთვის ბილეთების შეძენა და მოგზაურობის დაგეგმვა საჭიროების შემთხვევაში;
** პარტნიორ სააგენტოებთან აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია, რათა სუროგატები მიიღონ სათანადო ზრუნვა და მხარდაჭერა საქართველოში;
** უცხოელი პაციენტებისთვის ტურების დაგეგმვის ხელშეწყობა — საჭიროებისამებრ ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან და გიდებთან თანამშრომლობა, რათა ვიზიტი იყოს კომფორტული და ორგანიზებული.
** სუროგატებისა და დონორებისთვის საინფორმაციო მასალების (FAQ-ები, ბროშურები) მომზადება, განსაკუთრებით უცხოელი მონაწილეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო და გასაგები ინფორმაცია როგორც პროგრამის პროცესების, ასევე საქართველოს შესახებ;

კვალიფიკაცია და უნარები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ზეპირი და წერითი კომუნიკაცია);
** ორგანიზაციული და მოლაპარაკების უნარები;
** პასუხისმგებლობა, ყურადღება დეტალებზე და პრობლემების დროული გადაწყვეტის უნარი;
** ანალოგიურ სფეროში ან მომსახურების/ლოჯისტიკის მართვაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამებისა და კომუნიკაციის ციფრული საშუალებების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო გამოცდილებას დინამიურ გუნდში;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ადამიანებზე ზრუნვის მიმართულებით;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე hr@ivftoursgeorgia.com და `Subject` ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე