დასახელება:
პროგრამის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
აი ვი ეფ ტურს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
IVF Tours Georgia 2017 წლიდან მუშაობს რეპროდუქციული მედიცინის სფეროში და არის ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის პარტნიორი სააგენტო. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს დონორებისა და სუროგატების შერჩევას, პაციენტების საერთაშორისო კოორდინაციას და სრულ პროგრამულ მხარდაჭერას.
პროგრამის კოორდინატორის როლი მოითხოვს ყურადღებიან და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, და პაციენტების საჭიროებებზე მუდმივ ზრუნვას. ჩვენი მიზანია, წყვილებისა და სუროგატებისთვის შევქმნათ ორგანიზებული და სანდო გარემო, და მკურნალობის პროცესი იყოს კომფორტული, უსაფრთხო და გამჭვირვალე.
ძირითადი მოვალეობები:
** სუროგატებთან და დონორებთან კომუნიკაცია პროგრამის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ;
** პაციენტებთან (პარტნიორებთან, სამედიცინო პერსონალთან და სხვა) რეგულარული კომუნიკაცია და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან (სააგენტოები, კლინიკები, იურიდიული წარმომადგენლები) პროცესების კოორდინაცია;
** დონორებისა და სუროგატების შერჩევისა და გამოკვლევების პროცესის მხარდაჭერა;
** სუროგატებისთვის და დონორებისთვის ვიზიტების დაგეგმვა, შეხსენება და საჭიროების შემთხვევაში თანხლება;
** უცხოელ სუროგატებთან კომუნიკაცია, მათი ტრანსპორტირების, განთავსებისა და ყოფით საკითხების მენეჯმენტი;
** სამედიცინო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობა და სუროგატების მხარდაჭერა ინსტრუქციების შესრულებაში;
** ორსულობის პერიოდში სუროგატებზე ზრუნვა, მათ შორის სამედიცინო ვიზიტებისა და ყოველდღიური საკითხების მართვა;
** სუროგატების, წყვილების თანხლება კლინიკებში, საჭიროების შემთხვევაში სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების ორგანიზება;
** რეგულარული კომუნიკაცია სუროგატებთან და დონორებთან, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** ლოჯისტიკური პროცესების ორგანიზება (ტრანსპორტი, განთავსება, კვება);
** ფინანსურ განყოფილებასთან ერთად სუროგატის ჰონორარების მონიტორინგი;
** პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მონაცემების შექმნა/განახლება იურიდიულ განყოფილებასთან კოორდინაციით;
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა.
კვალიფიკაცია და უნარები:
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საერთაშორისო გარემოში ან პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Excel, CRM) ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიურ და საერთაშორისო გუნდში;
** გამოცდილებას პაციენტებთან და პარტნიორებთან საერთაშორისო კოორდინაციაში;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე hr@ivftoursgeorgia.com და `Subject` ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|