Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672896&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Crystal Group
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"კრისტალ ჯგუფი" აერთიანებს ბაკურიანში რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას:

** სასტუმრო სფერო,
** უძრავი ქონების და საინვესტიციო პროექტების მართვა,
** სამშენებლო მიმართულება.

ჩვენი მიზანია ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ზრდა მისი ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტამდე განვითარებით.

"კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე ორიენტირებით და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით. კომპანია დიდი ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა კეთილდღეობასა და პროფესიულ ზრდას.

ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს გუნდის პროფესიონალიზმი და ღირებულებები.

ვაკანსია: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ₾ + ბონუსი გაყიდვიდან
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
** უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამედროვე გაყიდვების ტექნიკების ცოდნა;
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ფლობა;
** საპრეზენტაციო მასალებთან მუშაობის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

კლიენტებთან კომუნიკაცია

** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ზარები, ელ. ფოსტა, სოციალური მედია, შეხვედრები);
** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის გაფართოება (proactive sales, networking, referrals);
** კლიენტების მოთხოვნების იდენტიფიცირება და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;

გაყიდვების პროცესის მართვა

** გაყიდვის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** შეხვედრებისა და ობიექტებზე ვიზიტების ორგანიზება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება და კოორდინაცია;

დოკუმენტაცია და შიდა პროცესები

** CRM სისტემაში მონაცემების მართვა და განახლება;
** პრეზენტაციების, შეთავაზებების და საინფორმაციო მასალების მომზადება/წარდგენა;
** იურიდიულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ გუნდებთან კოორდინაცია (ხელშეკრულებები, გადაცემის აქტები და სხვ.);

ანალიზი და განვითარება

** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
** კლიენტების კმაყოფილების შეფასება და შემდგომი ურთიერთობების მართვა;

ანგარიშგება და შედეგები

** ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების შესრულება;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** შედეგებზე დაფუძნებული გაუმჯობესებების ინიცირება;

პიროვნული უნარები და კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამაჯერებელი წარდგენისა და გამართული მეტყველების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და სწრაფი ადაპტაცია სტრესულ გარემოში;
** ლიდერული თვისებები და დარწმუნების უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge ელექტრონული წერილის თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მისი გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "კრისტალ ჯგუფმა" დაამუშაოს ეს მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაფასებლად.

რეზიუმე შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის განმავლობაში და შესაძლებელია მისი განხილვა სხვა ვაკანსიებზეც.

კრისტალ ჯგუფი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია