დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
ქალთა ბედნიერება
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
მაღაზიათა ქსელი "ქალთა ბედნიერება" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.
პირობები:
** მდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი
** დასაქმების ფორმა: სრული გრაფიკი (6 დღიანი სამუშაო კვირა, დღეში 6 საათი, ცვლებში)
** ხელფასი: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სწორად განხორციელება სალაროში;
** POS-ტერმინალითა და ბანკის სისტემებით ტრანზაქციების მართვა;
** დღიური ნაშთის კონტროლი;
** დღის ბოლოს სალაროს ანგარიშგების მომზადება და მენეჯერისთვის გადაცემა.
მოთხოვნები:
** ენები: სასურველია რუსული ან/და ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა
** გამართული და კულტურული მეტყველება;
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და სანდოობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** პოზიტიური დამოკიდებულება და მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@qaltabedniereba.ge
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: "მოლარე - East Point".
|
|
|
|