Робота для біженців з України
საქმის მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმის მწარმოებელი
მომწოდებელი: გრენოვა
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
სამშენებლო სარემონტო კომპანია შპს "გრენოვა" აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავთო ვარაზის 1 შესახ, #15ა (მწვანე უბანი ლისთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 9:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 3500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა.
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი.
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის და აქტების წარმოება;
** სამშენებლო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი;
** დასაქმებული პერსონალის ასანაზღაურებელი ხელფასების უწყისების შედგენა და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა;
** სამშენებლო ობიექტის შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების აზომვა.
** შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი.
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი.
** სამშენებლო მოედანზე სისუფთავის უზრუნველყოფა.
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის ცოდნა
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Archicad, Autocad);

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@grenova.ge და "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე