დასახელება:
შემომავალი ზარების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
კომპანია ახდენს ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების (ბადების) რეალიზაციას. ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ ოპერატორს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებთან ხარისხიან მომსახურებაში და გაყიდვების გაზრდაში.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი ზარების მიღება და პროფესიონალური კონსულტაციის უზრუნველყოფა კლიენტებისთვის;
** დახმარება შეკვეთების გაკეთებაში და მიწოდების პროცესის მოგვარება;
** ზარების რეგისტრაცია CRM სისტემაში და კომუნიკაციის შედეგების ფიქსაცია;
** აქტიური თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად.
ჩვენი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შემომავალი ზარების ოპერატორის ან კლიენტთა მხარდაჭერის სფეროში;
** კომუნიკაბელურობა, სხვადასხვა ტიპის კლიენტთან ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დისციპლინა;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსები;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვალებადი შაბათ-კვირის დღეებით;
** მეგობრული და მხარდამჭერი კოლექტივი, მენტორის დახმარებით;
** პროფესიული განვითარების და სწავლების შესაძლებლობა კომპანიის შიგნით.
** ფიტპასი და ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ გსურთ მუშაობა გუნდში, სადაც აფასებენ პროფესიონალიზმს, ენერგიასა და შედეგს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@teravita.app და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შემომავალი ზარების ოპერატორი.
|
|
|
|