Робота для біженців з України
დიზაინის ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინის ტრენერი
მომწოდებელი: Root Academy
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"Root Academy" წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ცოდნისა და უნარების განვითარებას სხვადასხვა სფეროში. აკადემიის მთავარი მისიაა მაღალი ხარისხის ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, სადაც თეორია და პრაქტიკა ეფექტურად არის შერწყმული. ჩვენი სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მარკეტინგი, ბიზნესი, ფსიქოლოგია, დიზაინი და პიროვნული განვითარება.

"Root Academy" ეძებს დიზაინის ტრენერს, რომელიც ჩაატარებს სასწავლო კურსებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა დიზაინის მიმართულებაში. კონკრეტული მიმართულება წინასწარ განსაზღვრული არ არის — შესაბამისად, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც გრაფიკული დიზაინის, ასევე UI/UX, ბრენდინგის, ილუსტრაციის და სხვა მიმართულებების სპეციალისტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო კურსებისა და ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
** მონაწილეებისთვის თეორიული და პრაქტიკული მასალის მიწოდება;
** სასწავლო მასალების, პრეზენტაციების და სავარჯიშოების მომზადება;
** მონაწილეთა პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიცემა;
** თანამედროვე ტენდენციებისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენება სწავლების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება დიზაინის სფეროში;
** სასურველია ტრენერის ან მენტორის გამოცდილება (არ არის სავალდებულო);
** თანამედროვე დიზაინის ტენდენციებისა და პრაქტიკის ცოდნა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდთან თანამშრომლობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ტრენინგების დაგეგმვა შეთანხმებით);
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით, ტრენინგის მოცულობიდან გამომდინარე).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@rootacademy.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 511 111 006
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე