დასახელება:
ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საერთაშორისო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 3750 ლარი (საქართველოში მოქმედი გადასახადების ჩათვლით).
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი.
** ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემის (IFRS) საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი.
** გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა.
** სხვადასხვა შიდა ფინანსური და მმართველობითი რეპორტების მომზადება და მათი ანალიზი.
** კომპანიის ფარგლებში ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით.
** საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა.
** ფინანსურ აუდიტში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
** ACCA Global-ში ჩაბარებული წიგნები ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია ბუღალტრულ პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancyhr30@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|