Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების გამზადება-გადაგზავნა მომწოდებლებთან;
** მომწოდებლებთან პროდუქციის უკან დაბრუნების პროცესი;
** მომწოდებლის/ნომენკლატურის რეგისტრაცია პროგრამაში;
** ჭარბი მარაგების და არალიკვიდური პროდუქციის კონტროლი;
** კონკურენტების კვლევა;
** მომწოდებლებთან შემოსვლების გრაფიკის შედგენა-კონტროლი;
** ნაშთების კონტროლი საწყობების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტი მიენიჭება სამშენებლო-საყოფაცხოვრებო ასორტიმენტზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს (კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი, შეკვეთების ოპერატორი, სექციის/დარბაზის მენეჯერი);
** მეილებით კომუნიკაციის გამოცდილება;
** WORD-ის და EXCEL-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 3 ნოემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "კორპორატიული გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე