დასახელება:
ქიმიკოსი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქიმიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი, 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: 1250 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სასმელი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის კონტროლის მიზნით რუტინული ქიმიური ანალიზის ჩატარება, მათ შორის გამზომი აპარატურის (UV სპექტოფოტომეტრის, სიმღვრივმზომის და სხვა) გამოყენებით. კვლევის შედეგების გაფორმება შესაბამის ჟურნალში და ელექტრონულ პროგრამაში.
** ლაბორატორიაში მიღებული ნიმუშების რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალებში და ელექტრონულ პროგრამაში;
** წყლის ხარისხის მიმართ წარმოქმნილი პრეტენზიის არსებობისას, მომხმარებელთან კავშირი და შესაბამისი რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში (ქალაქის ქსელის რეაბილიტაციის, ავარიის შემდგომ და სხვა) შესაბამისი მისამართიდან სინჯის აღება და ტრანსპორტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ქიმიის მიმართულებით;
** ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ყველა სანიტარული ნორმების დაცვით ქიმიური ანალიზის ჩატარების უნარი;
** გამზომ აპარატურასთან მუშაობის უნარი/გამოცდილება;
** სასმელი, ზედაპირული, მიწისქვეშა წყლების საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების ცოდნა;
** სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების B1 დონეზე ფლობა;
** MS office-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაგვიკავშირდით: 595 256 143
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|