დასახელება:
სტომატოლოგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ბელადენტი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
კლინიკა "ბელადენტი" უკვე 40 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება პაციენტებს მაღალკვალიფიციური პერსონალით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უახლესი აპარატურით.
ჩვენი მიმართულებებია: თერაპია, ორთოდონტია, ორთოპედია, ყბა-სახის ქირურგია, იმპლანტოლოგია, პაროდონტოლოგია და ესთეტიური სტომატოლოგია.
ვაკანსიის აღწერა:
სტომატოლოგის ასისტენტის ძირითადი მოვალეობაა ექიმის დახმარება თერაპიული და სხვა ტიპის პროცედურების დროს, სამუშაო სივრცისა და ინსტრუმენტების მომზადება, ასევე პაციენტის კომფორტისა და ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის მიღება და პროცედურისთვის მომზადება;
** ექიმის ასისტირება პროცედურების დროს;
** სახარჯი მასალების კონტროლი და მართვა;
** ვიზიტების ჩაწერისა და განრიგის მართვა;
** კაბინეტისა და იარაღების მოწესრიგება;
** სანიტარული ნორმების დაცვა და სისუფთავის კონტროლი სამუშაო სივრცეში.
მოთხოვნები:
** სასურველია სამედიცინო ან პროფესიული განათლება.
** შესწავლის შესაძლებლობა: ახალი თანამშრომელი გაივლის ადგილზე ტრენინგს და შეისწავლის სტომატოლოგიური პროცესების სპეციფიკას.
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კეთილგანწყობა, ტაქტიანობა და პაციენტებთან თანამშრომლობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სრულ ან ნახევარ განაკვეთზე, მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: tsirekidzeeko@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ "სტომატოლოგის ასისტენტი".
|
|
|
|