Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბელადენტი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
კლინიკა "ბელადენტი" უკვე 40 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება პაციენტებს მაღალკვალიფიციური პერსონალით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უახლესი აპარატურით.

ჩვენი მიმართულებებია: თერაპია, ორთოდონტია, ორთოპედია, ყბა-სახის ქირურგია, იმპლანტოლოგია, პაროდონტოლოგია და ესთეტიური სტომატოლოგია.

კლინიკა "ბელა-დენტი" ეძებს პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადმინისტრატორს გუნდში.

ადმინისტრატორის მთავარი ფუნქციაა პაციენტთა მართვა (ჩაწერა, მიღება, გადახდები) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს მართვა და გადახდების აღრიცხვა;
** პაციენტების ჩაწერა პროგრამაში;
** პაციენტების მიღება და ექიმების ინფორმირება;
** გადახდების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სადაზღვევო კომპანიებთან პაციენტების სტატუსის გადამოწმება;
** ანკეტების მომზადება;
** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** მიმდინარე ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-20:00

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: tsirekidzeeko@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ "ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე