Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672719&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი - ფოთი ან თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ფოთი ტრანსტერმინალი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
"ფოთი ტრანსტერმინალი" მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:

პოზიცია: HR მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ფოთი ან თბილისი
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი (I-V 10:00-19:00)
შრომითი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3000-3500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით).

"ფოთი ტრნსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (როგორც ვერბალური, ასაევე წერითი უნარების მაღალი დონე);
** რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა. სასურველია ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე მაინც;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ადამიანური რესურსების მართვისა და აღრციცხვის ელ. პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია sel.ge).
ძირითადი მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელი შეასრულებს:
** HR ადმინისტრირების მიმართულების სრული მართვა (პირადი საქმეები, ელ. პროგრამის ადმინისტრირება, სამუშაო დროის აღრიცხვა, შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, შიდა ნორმატიული აქტები და ა.შ);
** Payroll-ის ადმინისტრირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ბენეფიტების ადმინისტრირების კოორდინაცია;
** არსებული პროცესებისა და გაწერილი პოლიტიკების გადახედვა და განახლება საჭიროებისამებრ;
** შერჩევის პროცესის სრული მართვა;
** კორპორატიულ კულტურაზე, თანამშრომლების კმაყოფილებასა და ჩართულობაზე, შიდა კომუნიკაციების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** შეფასებისა და სამოტივაციო სისტემების მუდმივი გადახედვა და განახლება/დანერგვა საჭიროებისამებრ;
** ახალი თანამშრომლების საორიენტაციო პროგრამის გადახედვა და განახლება, ტრენინგების საჭიროების განსაზღვრასა და მათი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და სხვ.

შერჩევის ეტაპები მოიცავს:

** CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
** გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
** გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).

როგორ მოგვმართოთ:

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:

** მოტივირებული
** სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე
** კარგი გუნდური მოთამაშე, თუმცა ამავდროულად შეგიძლიათ
** დამოუკიდებლად მუშაობა და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება,

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge

მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ოქტომბერი.

სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია