Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ანა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას კლინიკის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თუ გსურთ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს, იმუშაოთ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების ჩაწერებისა და სატელეფონო ზარების კონტროლი
** სტომატოლოგიურ პროგრამაში პაციენტების ვიზიტების მართვა
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა მინუმუმ ერთი ენა მაინც!)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

სამუშაო საათები:

კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დღე დასვენება. სამუშაო საათები შეთანხმებით

თუ გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, 8 ნოემბრის ჩათვლით, მოგვწერეთ ამ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: metreveliclinic@gmail.com. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე