Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: თელიანი ველი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტენდერების ჩატარება და საუკეთესო მომწოდებლების მოძიება-შერჩევა;
** მომწოდებლებთან შეხვედრებზე დასწრება, პირობებზე მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
** მომწოდებლების შეფასება;
** შესყიდვის მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი საქონლის მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
** შეკვეთის, შესყიდვის ორდერის, საჭირო ინფორმაციის სისტემური ასახვა, ანალიზი და კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიის მოძიება და ტრანსპორტირების თვალყურის დევნება;
** ტვირთის დაზღვევის საკითხების მოგვარება;
** მომწოდებლებისგან საქონლის მოწოდების ორგანიზება;
** მოწოდების დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** საქონლის ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა;
** გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** საწყობებში შეტანილი საქონლის რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;
** ადგილობრივი და უცხოური მომწოდებლების კოორდინირება; თვის ბოლოს მომწოდებლებთან ბალანსის რეკონსილაცია;
** ლოჯისტიკისა და შესყიდვების მონაცემებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქმედების დაგეგმვა;
** საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე ვადების კონტროლი;
** მასალის საწყობში მიწოდების შემდგომ პირველადი დოკუმენტაციის შეგროვება და ფინანსური განყოფილებისთვის წარდგენა;
** ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება-ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
** არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული მონიტორინგი;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ლოჯისტიკა/შესყიდვები), სასურველია მსგავს ინდუსტრიაში;
** ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შემუშავების გამოცდილება და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმალური დონე B2);
** საოფისე პროგრამების (MS Office) საფუძვლიანი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა.

გარანტიები:
** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სააქციო საზოგადოება "თელიანი ველის" (საიდენტიფიკაციო ნომერი:203855444) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: Privacy@telianivalley.com

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ ბმულზე:
Teliani Valley
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე