Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672555&print=yes&view=jobs
 
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, საავტომობილო ინდუსტრიაში, საერთაშორისო კომპანიისთვის "Georgia Energy Cars".

"Georgia Energy Cars" - ახალი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების კომპანია არის წამყვანი გლობალური ბრენდების, როგორიცაა Work stuff, Greenchem, Car Gods, CWORKS, და HPX ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტს თბილისში შოურუმისთვის და სრული ლოჯისტიკური ჯაჭვის მართვას. ასევე ავტომობილების დისტრიბუციას/ექსპორტს ბულგარეთში, პირდაპირ გაყიდვებს, ინდივიდუალურ შეკვეთებს და წარმომადგენლობას ბულგარელი კლიენტებისთვის, მომსახურების მართვით თბილისიდან. თბილისში განლაგდება შოურუმი სატესტო მართვის ზონით, მომსახურებისა და მომზადების სივრცით.

დამატებითი ინფორმაცია https://www.autowarelab.com/

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 10 000 + წლიური ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია P&L შედეგებზე.
სპეციალური შეთავაზება: გრძელვადიანი კაპიტალის წილის მიღების შესაძლებლობა, პოზიციაზე 3-5 წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, შესაძლებელია კომპანიის კაპიტალში წილის მიღება (მაქსიმუმ 5/10%), შესაბამისი კონტრაქტისა და აქციონერთა შეთანხმების პირობებში.
KPIs/Goals: თვიური და კვარტალური გაყიდვების მაჩვენებლები (ბრუნვა, მოგება, ერთეულების რაოდენობა); საშუალო მოგების მარჟა თითო გარიგებაზე;

გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელია შოურუმის სრული ოპერაციული, კომერციული და სტრატეგიული მართვის განხორციელებაზე. მისი ამოცანაა უზრუნველყოს ბიზნესის მომგებიანი განვითარება, გაყიდვების ზრდა, მაღალი ხარისხის კლიენტური გამოცდილება და გუნდის პროფესიონალური განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

** განსაზღვროს და განახორციელოს კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია;
** მონიტორინგი გაუწიოს ბაზრის ტენდენციებს და შეიმუშაოს ინიციატივები გაყიდვებისა და ბაზრის წილის გასაზრდელად;
** მონაწილეობა მიიღოს წლიური ბიუჯეტის, ფინანსური გეგმისა და მიზნობრივი მაჩვენებლების ფორმირებაში;
** უზრუნველყოს შოურუმის ეფექტიანი ოპერირება, მათ შორის: გაყიდვები, მომსახურება, ლოჯისტიკა, საბაჟო პროცედურები და გაყიდვის შემდგომი მომსახურება;
** აკონტროლოს იმპორტის პროცესები, ავტომობილების მიწოდება და მომზადება გაყიდვისთვის;
** განავითაროს შიდა პოლიტიკები და პროცესები ხარისხის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;
** განავითაროს გაყიდვების სტრატეგია და მიზნები;
** უზრუნველყოს მაღალი ხარისხის კლიენტთა მომსახურება (NPS, უკუკავშირის ანალიზი);
** დანერგოს სატესტო მართვის და გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია;
** აკონტროლოს ბიუჯეტის შესრულება, ბრუნვა, მოგების მარჟა და ხარჯები;
** უზრუნველყოს კომპანიის ფინანსური მდგრადობა და მომგებიანობა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 5-წლიანი მენეჯერული გამოცდილება, სასურველია ავტომობილების, დისტრიბუციის ან საცალო გაყიდვების სფეროში;
** სტრატეგიული და ოპერაციული აზროვნების უნარი;
** ფინანსური და კომერციული ანგარიშგების ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ბულგარული ან სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ეთიკური და გამჭვირვალე მართვის სტილი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM"-ის (http://www.thestream.ge) რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია