დასახელება:
რევმატოლოგი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რევმატოლოგის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სრული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** რევმატოლოგიური პროფილის პაციენტთა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მეთვალყურეობა;
** სამკურნალო ტაქტიკის დაგეგმვა, დაავადებების პრევენცია და პაციენტთა რეაბილიტაცია;
** ატარებს პაციენტთა მიღებას, იკვლევს მათ ანამნეზს და ატარებს ობიექტურ გასინჯვას;
** ასრულებს რევმატოლოგიური დაავადებების (ართრიტები, კოლაგენოზები, სპონდილოართროპათიები და სხვ.) დიაგნოსტიკას;
** ნიშნავს ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს (მაგ. იმუნოლოგიური ტესტები, რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული და MRI კვლევები);
** ადგენს ინდივიდუალურ სამკურნალო გეგმას, ითვალისწინებს პაციენტის საერთო მდგომარეობასა და თანმხლებ დაავადებებს;
** აკონტროლებს მკურნალობის ეფექტიანობას და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას ახდენს;
** თანამშრომლობს სხვა სპეციალისტებთან (თერაპევტი, ნევროლოგი, ორთოპედი და სხვ.);
** მონაწილეობს პაციენტის განათლებასა და დაავადების პრევენციის ღონისძიებებში;
** ამზადებს სამედიცინო დოკუმენტაციას ჰოსპიტალში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს კლინიკური პროტოკოლების და სამუშაო სტანდარტების გაუმჯობესებაში;
** იცავს ეთიკური და დეონტოლოგიური ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი რევმატოლოგიაში;
** შესაბამისი პროფილით არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** კლინიკური აზროვნება და ანალიტიკური უნარები;
** კომუნიკაციური და ემპათიური დამოკიდებულება პაციენტების მიმართ;
** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინა, სიზუსტე და პროფესიული ეთიკის დაცვა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|