Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=672488&print=yes&view=jobs
 
აღწერის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღწერის ოფიცერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში ინვენტარიზაციების დაგეგმვა;
** რეალური ნაშთისა და დებიტორული ვალის შედარება;
** რეპორტინგი შესრულებული საქმის უშუალო ხელმძღვანელთან;
** პარტნიორებთან არსებული პრობლემები დაფიქსირება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წელი აუცილებელია აღწერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე!

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (აღწერის ოფიცერი თბილისში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია